სამგორის რაიონში,  900 მმ-იანი წყალდენის ახლადშეცვლილი მონაკვეთი ექსპლუატაციაში გაეშვება

სამგორის რაიონში, 900 მმ-იანი წყალდენის ახლადშეცვლილი მონაკვეთი ექსპლუატაციაში გაეშვება

სამგორის რაიონის ქუჩების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  მაისურაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.  ახლით შეიცვალა მოძველებული 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენი და დამონტაჟდა ახალი ევროსტანდარტის 800 მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.

ახალი მაგისტრალური წყალდენის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, ხვალ, 19 აპრილს დილის 10:00 საათიდან, 20 აპრილის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

სამგორის რაიონში: ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, რამაზ წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, წმინდა ბარბარეს, 2-ნავთლუღის, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს.

კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს, სადგური ველს.

სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, ახტაკლიას, კარატაკლიას, ფოლადაანთ კარს, კრწანისს.

წყალი, 20 აპრილის  დილის 10:00 საათიდან ეტაპობრივად მიეწოდება ყველა ქუჩას.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით ეგზავნებათ. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის www.gwp.ge  მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.