ხვალ 15 აპრილს, კომპანია „თელასი“, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გლდანის რაიონის სატუმბო სადგურს შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 15 აპრილს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 სათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, სოფელ გლდანს, სოფელ გიორგიწმინდას, ბერთუბნის დასახლებას, გლდანის საპატიმროს, ბეტონის ქარხანას, ჰაიდელბერგცემენტს.
წყალმომარაგება 15 აპრილს საღამოს 21:00 საათიდან, აღდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.