შეთანხმება ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის მოხდა. მხარებმა მოილაპარაკეს, რომ პატარკაციშვილის ოჯახი ბერეზოვსკის გარკვეული აქტივების 30-დან 50%-მდე წილს გადასცემს. მაგალითად, ისინი გაიყოფენ ფონდ DVP-ს აქტივებს, რომელსაც საინვესტიციო ფონდი Salford მართავს. ფონდს ეკუთვნის რუსეთში, საქართველოში, უკრაინასა და ბალკანეთში არსებული რამდენიმე კომპანია, მათ შორის „ბორჯომის" წყლის მფლობელიIDS Bორჯომი და ბალკანეთში რძის პროდუქციის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Imlek. ამჟამად ფონდი Salford წყვეტს მუშაობას და მისი აქტივები იყიდება. 2012 წლის დასაწყისში ბორის ბერეზოვსკი ბადრი პატარკაციშვილის აქტივების ნახევარზე - „ცენტრალური აზიიდან სამხრეთ ამერიკამდე" პრეტენზიებს აცხადებდა და ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის ოჯახისგან 3 მილიარდი დოლარის გადახდას ითხოვდა.
ლონდონის სასამართლოში შეტანილ სარჩელში ბერეზოვსკი აცხადებდა, რომ საკუთარი აქტივების გადაცემა არაფორმალური მოლაპარაკებების ფარგლებში მოახდინა. ბიზნესმენის განცხადების თანახმად, პატარკაციშვილს საკუთარი წილები მან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არსებული საფრთხეების გამო გადასცა. ბერეზოვსკის მტკიცებით, შეთანხმება არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა და მოგების შუაზე გაყოფას ითვალისწინებდა.