ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საქართველოში წინასაარჩევნო ვითარება მიმოიხილა. ექსპერტების თქმით, სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში და ასევე საჯარო მომსახურეობის სფეროს საქმიანობაც გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, საქართველოში კვლავ შემაშფოთებელია სიტყვისა და აზრის თავისუფლების გამოხატვის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემა, რაც განსაკუთრებით დამაფიქრებელია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.