ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს

ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან  სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 9 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ამით, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი დასრულებულია. თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 43-ვე მებრძოლი იდენტიფიცირებულია.