ჯეპრამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი წარადგინა!

ჯეპრამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი წარადგინა!

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016-2020 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტი კომპანია ჯეპრამ შეიმუშავა და ის სამინისტროს ღირებულებებს, მისიას და ერთიან ხედვას ასახავს. დოკუმენტი აჭარის რეგიონში განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით 2016 - 2020 წლების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მოიცავს. მასში მოცემულია რეკომენდაციები, მონიტორინგის და შეფასების პროცედურები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სტრატეგიის შესრულების ეფექტური კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანა.

სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს დოკუმენტი საშუალებას აძლევს ერთიან სამუშაო სივრცეში მოიაზრონ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რაც სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირების საფუძველია.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჯეპრას უფროსი კონსულტანტები, თამუნა მაჭავარიანი და კახა მაღრაძე.

აჭარის ა/რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 2016-2020 წლების სტრატეგიული გეგმის შემუშავებისთვის ტენდერი 2015 წლის ნოემბერში გამოაცხადა. ტენდერი მოიგო და სამუშაოები განახორციელა შპს ჯეპრამ. კომპანია 2002 წლიდან მოღვაწეობს საკონსულტაციო სფეროს ბაზარზე და ემსახურება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს; ახორციელებს საერთაშორისო და სოციალურ პროექტებს. ჯეპრას უდიდესი გამოცდილება აქვს სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციების ინსტიტუციონალური განვითარების, სტრატეგიის დაგეგმვის, სამოქმედო გეგმების შემუშავების და ბრენდინგის მხრივ.

შეგახსენებთ, რომ ჯეპრა ოპერირებს QMS ISO 9001:2008 სტანდარტის შესაბამისად, რაც კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების მაღალი ხარისხის და სტანდარტის გარანტიას წარმოადგენს.