გლდანის რაიონში ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ხე-მცენარეების მოვლის საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.  ახალი წესის მიხედვით, დაზიანებული და გამხმარი ტოტების სხვლა-ფორმირება ხდება, რომელიც ხის ფორმის შენარჩუნებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის  მიზნით ხორციელდება.

გამგეობების თანამშრომლებმა, რომლებიც ნარგაობის მოვლა-პატრონობასა და ზედამხედველობას ახორციელებენ სპეციალური ტრენინგი გაიარეს. 

ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში 180 ზეხმელი და ავარიული  ხე მოიჭრა, ხოლო სხვლა-ფორმირება 250 ხეს  ჩაუტარდა.

მოჭრილი და დამუშავებული ხეები, შესაბამისად, დაურიგდა რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.