ხვალ, „ჯი-ემ-პი“ და ესპანური კომპანია „Kern Phrama“ პრეს-კონფერენციას გამართავს.

ხვალ, „ჯი-ემ-პი“ და ესპანური კომპანია „Kern Phrama“ პრეს-კონფერენციას გამართავს.

7 აპრილს 1300-ზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯი-ემ-პი“ და ესპანური კომპანია „Kern Phrama“ პრეს-კონფერენციას მართავენ.

პრეს-კონფერენციას წარუძღვებიან ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძე, ესპანური კომპანია „Kern Phrama“-ს ექსპორტის მენეჯერი ჰაიმე როდო, ესპანური კომპანია „Kern Phrama“-ს მარკეტინგის მენეჯერი ბეგონა ლატორე კასტილა და „პსპ ჯგგუფის“ დირექტორი გოჩა გოგილაშვილი.

„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს და კიდევ ერთ პრეპარატს ესპანეთში აწარმოებს.  მედიკამენტის ესპანეთში წარმოებასთან დაკავშირებით მემორანდუმი „ჯი-ემ-პიმ“ ესპანურ „კერნ ფარმასთან“ გააფორმა. „ჯი-ემ-პი“ ესპანეთში წარმოებულ მედიკამენტებს სხვადასხვა ქვეყნებში გაყიდის.

წარმოების მოცულობით „კერ ფარმა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. ის „Indukern“ ჯგუფის წევრია და  მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს.

„ჯი-ემ-პი“ 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“  პროდუქტები  პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს  და წარმოების სრული ციკლი აქვს.

7 აპრილი, 1300 . თბილისი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ (მითინგ რუმი 5)

მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი #1.

საკონტაქტო პირი: ნათია ხაბეიშვილი 591 223 233