მერიამ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

მერიამ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით თბილისის მერიასა და IBSU-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორმხრივი შეთანხმება IBSU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობას ითვალისწინებს. სტუდენტების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარებისათვის ღონისძიებები ერთობლივად დაიგეგმება და განხორციელდება. ამასთან, IBSU მერიის თანამშრომლებს თურქული ენის სასერტიფიკატო კურსების გავლას უსასყიდლოდ, სხვა ენების სასერტიფიკატო კურსების გავლას კი შეღავათიანი პირობებით შესთავაზებს. ასევე, მერიის მასშტაბურ ღონისძიებებს უზრუნველყოფს საკონფერენციო დარბაზითა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.