PSP სააფთიაქო ქსელის გაფართოებას მეზობელ ქვეყნებში გეგმავს. ამ ეტაპზე მიმიდნარეობს მოლაპარაკებები სომხეთის არსებულ სააფთიაქო ქსელებთან, მაგრამ არ გამოირიცხება სრულიად ახალი სააფთიაქო ქსელის შემქნის იდეაც.
„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სომხეთში არსებულ სააფთიაქო ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, პარალელურად განვიხილავთ სრულიად ახალი სააფთიქო ქსელის შემნის იდეას, რომელიც ისევე, როგორც პსპ-აფთიაქის ქსელი, ორიენტირებული იქნება მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ამჯერად სომეხი მომხმარებლის“- აცხადებენ პსპ-ში.