მხიარული სტარტები

მხიარული სტარტები

გლდანის რაიონის გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების ინიციატივით, გლდანის ხელბურთის სპორტულ მანეჟში ,,მხიარული სტარტები“ ჩატარდა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რაიონის ოთხი ტერიტორიული უბნის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნაკრები გუნდები.

გამარჯვება მუხიანელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს. მეორე ადგილზე კი ავჭალის ნაკრები გუნდი გავიდა. მოასპარეზეებს მიესალმა გლდანის რაიონის გამგბელი ბესიკ ქარცივაძე; მოასპარეზეებს თასები და სიგელები გადასცეს ,,თბილისზე მზრუნველის“ წოდების მფლობელმა თემურ გოცირიძემ, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილემ ზურაბ ქაშიაშვილმა, კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსმა თინათინ ფრუიძემ.