დიდუბის რაიონში, წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალის ახალი მონაკვეთი ექსპლუატაციაში გაეშვება

დიდუბის რაიონში, წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალის ახალი მონაკვეთი ექსპლუატაციაში გაეშვება

დიდუბის რაიონის ქუჩების წყალმომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდფაუერმა“ ერისთავის ქუჩაზე წყალსადენის 500 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა -  ახლით შეიცვალა მოძველებული 700 მეტრი სიგრძის, თუჯის მაგისტრალური წყალსადენი, დამონტაჟდა ოთხი ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევებს მინიმუმამდე შეამცირებს.

ახალი მაგისტრალური წყალსადენის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, ხვალ, 6 აპრილს დილის 11: 00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

დიდუბის რაიონში :

წერეთლის გამზირს N23-141, N2-144,  ფოთის, ქუთაისის, ვახუშტი ბაგრატიონი, ყიფიანის, გაფრინდაულის, თევდორე მღვდლის, ევდოშვილის, ზუგდიდის, სოხუმის, ფიფიების,  გვეტაძის, გორის, კედიას, აგლაძის, კერესელიძის, ხოშარაულის, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, გუდაუთის, დგებუაძის, წყალტუბოს, მირცხულავას, თორნიკე ერისთავის.

წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.