6 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება „საბას“ ახალი პროექტის „ხმოვანი წიგნები“ პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია, რამდენიმე ასეული ხმოვანი წიგნით.
„საბას“ ხმოვანი წიგნები სრულად იქნება ადაპტირებული უსინათლო ადამიანებზე, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ მათ.
ამასთან, ხმოვანი წიგნები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ეს იქნება ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტადარტების მიხედვით შექმნილი ხმოვანი წიგნები. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოწყობილობაში, ინტერნეტის გარეშე, აპლიკაციით Saba Reader.
პრეზენტაციაზე მოხდება „საბას“ პირველი ხმოვანი წიგნის ჩაწერა - ღონისძიების სტუმარი თანამედროვე პოეტების მიერ წაკითხული ლექსების ანთოლოგია, რომელსაც ისინი ადგილზე ჩაწერენ.
პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდება.