სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს ფასებს, მან უნდა შექმნას კონკურენტული გარემო, სადაც ყველა სუბიექტს ექნება ოპერირების საშუალება

სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს ფასებს, მან უნდა შექმნას კონკურენტული გარემო, სადაც ყველა სუბიექტს ექნება ოპერირების საშუალება

„იაფი წამლის შემოტანაზე ცუდი აზრის ვერ ვიქნებით“ - აცხადებენ მედიკოსები

„ჰუმანითი ჯორჯიას“ მედიკამენტები ქართულ სააფთიაქო ქსელში წარმატებით იყიდება. კომპანიის ფარმაცევტული პროდუქტის უმრავლესობა გენერიული სამკურნალო საშუალებაა და გააჩნია საერთაშორისო GMP სტანდარტი. ქართულ აფთიაქებში მათი ფასი არსებულ ანალოგებტან შედარებით 30%-ით ნაკლებია.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი პაპუნა ბახტაძე აცხადებს, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლა ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას შეუწყობს ხელს:

„მოსახლეობა და საავადმყოფოს მენეჯმენტი ცუდი აზრის ვერ იქნება უკეთესი და იგივე ხარისხის იაფი წამლის შემოტანაზე, რომელიც სახელმწიფოსაც, ჩვენც და მოსახლეობასაც საშუალებას მოგვცემს, ამოვისუნთქოთ. სხვა კომპანიებს აქვთ მოგების დიდი მარჟა. რაც მეტი იქნება კონკურენცია, იძულებული გახდებიან, დაწიონ ფასები. თუ შემოვა ისეთი კომპანია, რომელიც 30 %-ით გააიაფებს პროდუქციას და ვიღაცას ეს არ მოეწონება, ძალიანაც კარგი“, - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

მან, ასევე, დადებითად შეაფასა ინდური გენერიკების შემოტანა საქართველოში. მისი აზრით, აქ მთავარი მაინც ხარისხის კონტროლი უნდა იყოს:

„ინდური ფარმაცევტული წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული. ისინი ძალიან უფრთხილდებიან წარმოების ხარისხს. მე ვფიქრობ, რომ აქ მთავარი უნდა იყოს კონტროლი. შემოსული წამლის კონტროლს უნდა ახორციელებდეს შესაბამისი უწყება, რომ ნამდვილად ხარისხიანი მედიკამენტი შემოიტანონ“, - აღნიშნავს პაპუნა ბახტაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების და მათი კლების გამომწვევი მიზეზებზე საუბრობს. თუ რამდენად ეთანხმება ის ამ კვლევის შედეგებს, აღნიშნავს: „ეს თუ ასეა, მივესალმები. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. ვისაც მედიკამენტები სჭირდება, ეს შეღავათი იქნება მათთვის და ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს?! ბევრ ქვეყანაში სოციალურად დაუცველებისთვის არსებობს დაზღვევის პაკეტები წამლების შესაძენად. ვიმედოვნებ, საქართველოშც  ექნებათ ადამიანებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა“.

რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის  „ჰუმანითი ჯორჯიას“  წამლების გამოჩენის ფაქტორს, თუ  რამდენად იქონია ფასების შემცირებაზე გავლენა, პალრამენტარი განმარტავს: „ჩემი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს საჭირო მედიკამენტი ხელმისაწვდომი. თუ ეს მიღწეულია, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შემოვიდა და რატომ? თუ ფასების შემცირება შესაძლებელი იყო, არსებულმა კომპანიებმა აქამდე რატომ არ გააიაფეს წამლები?! ჯანსაღი კონკურენცია მომხმარებლისთვის არის კარგი. როდესაც მონოპოლისტია კომპანია, კონკურენტი არ ჰყავს, ის ისე აწესებს ფასებს, როგორც უნდა. მედიკამენტს, რომელიც მხოლოდ ერთ აფთიაქში იყიდება, ისეთი ფასი აქვს, როგორიც მის შემომტანს უნდა და ხელს აძლევს. ორ და სამ აფთიაქში რომ იქნება, ასეთ ფასს ვეღარ დაადებენ. ამიტომ კეთილი ინებონ კომპანიებმა, მოგების უფრო დაბალ მარჟაზე იმუშაონ და უკეთესი ხარისხით მოემსახურონ მოქალაქეებს. სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს ფასებს, მან უნდა შექმნას კონკურენტული გარემო, სადაც ყველა სუბიექტს ექნება ოპერირების საშუალება და ეს მოთამაშეებს შორის თვითონ დაარეგულირებს თამაშის წესებს“.