ბახტრიონის ქუჩაზე  საპროფილაქტიკო სამუშაოები განხორციელდება

ბახტრიონის ქუჩაზე საპროფილაქტიკო სამუშაოები განხორციელდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს, 31 მარტს, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურში, სასმელი წყლის  ორ - 5 000 მ3  მოცულობის რეზერვუარზე,  აუცილებელ საპროფილაქტიკო სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩატარება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს  31 მარტს, 20:00 საათიდან  1 აპრილის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

დიდუბის რაიონში:

ლუბლიანას ქუჩის ნაწილს, ბელიაშვილის ქ. N40-ს

საბურთალოს რაიონში:

დიღომო-8-ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას, ამერიკის საელჩოს, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე  ობიექტებს, გუდვილის მიმდებარე ქუჩებს და  ბალანჩივაძის ქუჩას.

ვაკის რაიონში:

ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, დელისის I, II, III ქუჩებს,ზაქარიაძის, ქავთარაძის, გამრეკელის, გურიელის, მარიჯანის,  ჩიქოვანის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირს მეტრო დელისიდან მარიჯანის ქუჩამდე (N41-დან ბოლომდე, N48-დან ბოლომდე), ყაზბეგის გამზ. N30-46, მინდელის, სანდრო ეულის და ჯიქიას ქუჩებს.

წყალმომარაგება  ხვალ, 1 აპრილს, დილის 08:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11 , ვებგვერდისა და  ფეისფუქ-გვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.