ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ზღვისპირას მოწყობილი ბულვარის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია აუქციონის წესით 2 266 500 ლარად გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ერთმა მსურველმა მიიღო, რომელმაც საწყის ფასზე 3 000 ლარით მეტი დააფიქსირა. მყიდველის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია ქონების შეძენასთან ერთად აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს, რაც 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებას ითვალისწინებს.
ბულვარის აუქციონზე გასაყიდად გატანის ფაქტი ადგილობრივების ნაწილმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად რამდენჯერმე გააპროტესტა