გლდანში “ბმა„  პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

გლდანში “ბმა„ პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

2016 წლის დასაწყისიდან, გლდანის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებას,  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა, ძირითადად კორპუსების სახურავებისა და ლიფტების შეკეთების სამუშაოების შესრულების თხოვნით მიმართეს. 

გადახურვის მოთხოვნით შემოსული 32 განცხადებიდან -15, ხოლო ლიფტების შეკეთების 47 განცხადებიდან -  11  მისამართზე, სამუშაოები დასრულდა.

ბრტყელი გადახურვის აღდგენითი სამუშაოების  ფარგლებში, ამორტიზირებული რბილი სახურავი მთლიანად იქნა მოხსნილი. მოხდა ზედაპირის დაგრუნტვა და ლინოკრომით, ე.წ. ტოლით, გადახურვა.

გარდა ამისა,  მიმდინარეობს შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის, საერთო სარგებლობის კიბეების, ლითონის კარებების, სართულშორის  ნაპრალებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობა-აღდგენის პროცესი.

2016 წლის დასაწყისიდან  “ბმა„  პროგრამის დაფინანსების მოთხოვნით, გამგეობაში შემოსულია 231 განცხადება, აქედან   56 ობიექტი დასრულებულია, 59 ობიექტზე კი სამუშაოები გრძელდება. ასევე, მიმდინარეობს კაპიტალური გამაგრების პროექტის მომზადება, ექსპერტიზის 1 და მიმდებარე ტერიტორიის გამიჯვნის 1 სამუშაო.

გლდანის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ,  2016 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტით  განსაზღვრული თანხა  250 000 ლარი სრულად ათვისებულია.