სოზარ სუბარი ქუთაისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

სოზარ სუბარი ქუთაისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმერეთის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო  და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას სოზარ სუბარმა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. დევნილთა და განსახლების მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს იმერეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა  სამოქალაქო  სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სოზარ სუბარის თქმით, სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.