30 მარტს, 19:00 საათზე თიბისი გალერეა კონსტანტინე მინდაძის პროექტს „სიცოცხლის ფორმები - დევიაცია“ უმასპინძლებს.
ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ავტორის მიერ შექმნილ არტ-ობიექტებს იხილავს.
გამოფენაზე გიგი ფალავანდიშვილის თანარეჟისორობით შექმნილი ფილმის ჩვენებაც მოეწყობა, რომელშიც კონსტანტინე მინდაძის მიერ ბოლო 15 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტები იქნება ასახული.
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, გვეწვიოთ.
მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი, (მარჯანიშვილის ქ.7) თიბისი გალერეა (მე-4 სართული)