მე ნუ დამაბრალებენ, ეს მათი გადასაწყვეტია, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნება – მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე რესპუბლიკელების მიერ კოალიცია "ქართული ოცნების" შესაძლო დატოვებას.
გოგი თოფაძე აღნიშნული გადაწყვეტილების ოფიციალურად გახმაურებას ელოდება და დეტალურ კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს.
"ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია და რა უნდა გიპასუხოთ, მე ნუ დამაბრალებენ, ეს მათი გადასაწყვეტია, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს და შემდეგ ვისაუბროთ ამაზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გოგი თოფაძემ.