კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის შემოერთებულ საზღვრებში, წავკისის სატუმბო სადგურისა და რეზერვუარების მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.
შეიცვლება არსებული და მოეწყობა ახალი, უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი ურდულები, სულ 11 ერთეული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 25 მარტის დილის 11:00 საათიდან, 26 მარტის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
წყენთის, ახალდაბის, კოჯრის, კიკეთის, ტაბახმელას, შინდისის, წავკისის და წავკისის ველის დასახლებებს.
მოსახლეობას წყალი ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე მიეწოდება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.