თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ, მუხიანის დასახლებაში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.
მუხიანის II მ/რ-ის მე-12 და IV მ/რ-ის 39-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების სრული რეაბილიტაცია მოხდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ძველი მავთულბადეები შეიცვალა ახლით, დაისხა რკინა-ბეტონის ზედაპირი, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი, ბადით.
ამას გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა IV მ/რ-ის მე-17 კარპუსის მიმდებარე ტერიტორიის შიდაკვარტალური გზას.
დუმბაძის პროსპექტის 5-11 კორპუსების მიმდებარედ 3 551 კვ/მ. მიწის ფართობზე ძველი ასფალტის საფარი შეიცვალა ახლით, მოეწყო ბორდიურების ზოლი, რამდენიმე საერთო სარგებლობის კიბე და პანდუსი. სადარბაზოებთან მისასვლელ მოედნებზე დაიგო დეკორატიული ბეტონის ფილები.
დეპუტატი და გამგებელი, სხვა მიმდინარე სამუშაოებთან ერთად, ლაგურაშვილის ქუჩასა და IV-ა მ/რ #8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაო პროცესსაც დაესწრო. შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გააცნეს დაგეგმილი სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები და მოისმინეს მათი პრობლემები.
ბესიკ ქარცივაძის განცხადებით, მუხიანში სულ მოკლე დროში დაიწყება ორმოული სამუშაოები, მოეწყობა რამდენიმე ათეული ეზო, საერთო სარგებლობის კიბეები და სკვერები. ასევე, ახალი სპორტული მოედნები, რომელიც მომავალ თაობაზე ზრუნვითა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობით არის განპირობებული.