გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სპორტული ღონისძიება ,,გლდანის თასი კარატეში“ გაიმართა. ხელბურთის ოლიმპიური მზადების ცენტრში, სპარინგში ერთმანეთს რაიონის ტერიტორიაზე არსებული სკოლის მოსწავლეები შეეჯიბრნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა 60-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები საქართველოს კარატეს ფედერაციიდან მოწვეულმა ეროვნულ მსაჯთა კოლეგიამ გამოავლინა. გლდანის თასის მფლობელები გახდნენ: ნიკა მურჯიკნელი, მათე ქოჩიაშვილი, გიორგი ღვინიანიძე, თორნიკე მიქაბერიძე, გიორგი ეპიტაშვილი, დავით გოგოლაძე.
გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა საპრიზო ადგილებზე გასულ შეჯიბრის მონაწილეებს თასები, მედლები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცეს.