17 მარტს, 19:00 საათზე თიბისი გალერეა ორი ახალგაზრდა დიზაინერის ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაციას უმასპინძლებს.
სოფიო სოროზნიშვილისა და ნუცა ხიზანიშვილის მიერ შექმნილი ბრენდის „Integral“-ის კოლექციას ათი არტისტი ორიგინალური პერფორმანსის სახით წარმოადგენს.
გამოფენაზე დამთვალიერებლები ასევე ნახავენ კოლექციის თემაზე შექმნილ ფილმსა და ვიდეო-არტს.
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, გვეწვიოთ!
მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)