„აი კუბი“ - თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის

„აი კუბი“ - თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის

ქართული ანბანის სწავლა კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდება მათთვის, ვინც „აი კუბს„  გამოიყენებს.

ასაწყობი ქართული ანბანი - „აი კუბი“, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს,  პროექტის #წერექართულად და ჯიპას ერთობლივ ინოვაციურ იდეას  წარმოადგენს. „აი კუბი“  ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებული,  პაზლის ტიპის ასაწყობი ანბანი, რომელიც შეიძლება აეწყოს სიბრტყეზეც და მოცულობითაც.

თითოეულ  8*8  ზომის პაზლის ელემენტზე ამოტვიფრულია გამჭოლი ჭრილის ქართული ანბანი, რაც შესაძლებელს ხდის  მასში ფანქრის  შემოტარებით  ასოს  მოხაზვას. კუბებზე ასევე  დატანილია  ბრაილის  შრიფტი და  ლათინური  შრიფტიც.  პირველ ეტაპზე ორენოვანი პაზლი დამზადდება -  ინგლისურ და ქართულ ენებზე, სადაც  ასევე დატანილი იქნება  ბრაილის  შრიფტიც.  ლათინური ანბანი შეიძლება სხვადასხვა ენით ჩანაცვლდეს, მაგალითად, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის.

„აი კუბის“ იდეა GIPA -ს მედია ხელოვნების სტუდენტებს ეკუთვნით, რომლებმაც  გადაწყვიტეს, რომ პროექტ  #წერექართულად ფარგლებში ახალი ინიციატივა განეხორციელებინათ.

„აი კუბის“  მიზანია, მოხდეს  ქართული ენის პოპულარიზაცია სკოლამდელ ბავშვებში და დაწყებითი კლასის მოსწავლეებში, ისევე როგორც არაქართულენოვან მოსახლეობაში და შშმ პირებში.

პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ „აი კუბი“ გამოადგებათ ქართულ სათვისტომოებს უცხოეთში, ასევე  ოკუპირებულ  ტერიტორიებზე  მცხოვრებ  ქართველ  ბავშვებს.  „აი კუბის“ მეშვეობით  ქართული  ანბანის სწავლა უფრო საინტერესო და მოსახერხებელი პროცესი გახდება  უცხოელებისთვისაც.

თიბისი ბანკის პროექტ  #წერექართულად ფარგლებში მიმდინარე თოთოეული ინიციატივა უნიკალურია,  მაგრამ  მათ  საერთო მიზანი  აერთიანებთ - ქართული დამწერლობისა და ენის  დაცვა და განვითარება;  ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და მისი გათავისუფლება  ბარბარიზმებისგან. პროექტი „აი კუბი“ განსხვავებულია ყველა სხვა აქამდე განხორციელებული ინიციატივისგან, ვინაიდან ის შშმ პირების ჩართულობას ითვალისწინებს. თიბისი ბანკი  „აი კუბს“ თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლას გადასცემს, რათა სკოლის ბენეფიაციარებმა პირველებმა შეძლონ ამ ინოვაციური პროდუქტით სარგებლობა.

„აი კუბის“ შესახებ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად შეგიძლიათ ეწვიოთ მის Facebook- ის გვერდს: Facebook.com/aikubi