დღეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ წევრმა დეპუტატმა თ. გრიგალშვილმა ბრიფინგი მიუძღვნა თვითმმართველში გამოცხადებულ ტენდერებში ზღვრული ფასების მიუთითებლობას. აღნიშნული, საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას დაუკავშირა. ყოველივეში ერთერთ სუბიექტად გლდანის რაიონის გამგეობა დაასახელა.
გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ, უსაფუძვლო ბრალდებას ფაქტობრივი რეალობით უპასუხა: ,,კანონი სახელმწიფო შესყიდევბის შესახებ ზღვრული ფასების დაწესების დეფინიციას არ იცნობს. კანონი არ დარღვეულა, რადგან სატენდერო პირობები კანონის მოთხოვნასთან შესაბამისობითა და დაცვით წარმოჩინდა. ყოველივე, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას გამორიცხავს.“
კონკრეტული ელექტრონული ტენდერი (SPA160007290), გლდანის რაიონის გამგეობის მიერ 2016 წლის 29 თებერვალს გამოცხადდა. იგი 23 მარტს გაიხსნება, საერთო ღირებულებით 313 500 ლარი. ტენდერი შეეხება გლდანის რაიონის ტერიტორიულ ერთეულებში, ავჭალა-გლდანის ხევში და გლდანის კენტ მიკრი რაიონებში, გზების რეაბილიტაციის სამუშაოების წარმართავას. კერძოდ: სამუშაოები უნდა ჩატარდეს 5 კონკრეტულ ობიექტზე ავჭალა-2-ის ტერიტორიაზე: გაზის დასახლების ადგილობრივი გზები, ხორავას, გუდიაშვილის, სვანეთის და გლდანის მე-3 -ა მ/რ-ში მდებარე 191-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ.
არსებული 5 ობიექტიდან ორი (ავჭალა-2-ის ტერიტორიაზე გაზის დასახლების ადგილობრივი გზები და გლდანის მე-3-ა მ/რ-ში 191-ე საჯარო სკოლის მიმდებარე გზის მონაკვეთი) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2015 წლის 1 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე (SPA150008744) მოამზადა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,აბსოლუტსერვისმა“, ხოლო დანარჩენი სამი ობიექტის (ავჭალა-2-ის ტერიტორიაზე - ხორავას, გუდიაშვილის, სვანეთის ქუჩები) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2015 წლის 18 ივნისს დადებული სახელშეკრულებო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე (SPA150014536) მოამზადა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. ,,პროექტირება, მშენებლობა, ექსპერტიზა“-მ.
პროექტში განზოგადებულ მისამართებზე სამუშაოების წარმართვა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. მსგავსი სამუშაოები ათეული წლებია მითითებულ მისამართებზე არ ჩატარებულა.