ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ექვსი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის აღდგენა დასრულდა, აქედან ხუთი სტადიონის რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო ერთი ახალი მოეწყო. (გლდანის III-ა მ/რ. კ-20, V მ/რ. კ-10 და კ-15, VII მ/რ. კ-24, მუხიანის II მ/რ. კ-11-12, IV მ/რ. კ-39)
ძველი მავთულბადეები შეიცვალა ახლით, დაისხა რკინა-ბეტონის ზედაპირი, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი, ბადით.
2016 წლიდან გლდანის რაიონის ტერიტორიაზე სულ 12 ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა დასრულდა, ხოლო შვიდი სტადიონის აღდგენაზე კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაფორმდა, საიდანაც ხუთი ძველი აღდგება და ორი ახალი მოეწყობა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
გარდა ამისა, ამ დროისთვის, რეაბილიტაციის ფარგლებში, თხუთმეტი შიდა კვარტალური გზის, ცხრა სკვერის აღდგენა და ორმოული სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ხელშეკრულებები მზადდება საყრდენი კედლების მოწყობაზე.