გლდანის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ფარგლებში, ამ დროისათვის 51 ობიექტზე სამუშაოები განახორციელა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დამთავრდა კორპუსების ბრტყელი სახურავებით გადახურვის, ლიფტების აღდგენის, ლითონის კარებებისა და შიდაკანალიზაციის შეცვლის სამუშაოები.
დღეისთვის გლდანში ბმა პროგრამის ფარგლებში 45 ობიექტზე მიმდინარეობს მუშაობა, ასევე მიმდინარეობს კაპიტალური გამაგრების პროექტის მომზადება, ექსპერტიზის 1 და მიმდებარე ტერიტორიის გამიჯვნის 1 სამუშაო.
სამუშაოებს გამგეობა 2016 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით აფინანსებს, ხოლო მოსახლეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა პროექტის ღირებულების მხოლოდ 20%-ს იხდის.