გაზეთებისა და ახალი ამბების მსოფლიო ასოციაციამ (WAN-IFRA) ერდოღანს წერილი მისწერა, რომლითაც ის ერდოღანს სთხოვს, გაზეთ ″ზამანი″ მესაკუთრეებს დაუბრუნოს.
WAN-IFRA პრეზიდენტის- ტომას ბრუნეგარდის და რედაქტორთა მსოფლიო ფორუმის პრეზიდენტის- მარსელო რეჩის მიერ ერდოღანისთვის გაგზავნილ ღია წერილში ნათქვამია, რომ თურქეთის მთავრობამ გაზეთ ″ზამანის″ დარბევით საერთაშორისო კონვენციები დაარღვია.
″გვინდა შეგახსენოთ, რომ გაზეთ ″ზამანის″ პოლიტიკური მიზნებისთვის ხელში ჩაგდება საერთაშორისო კონვენციებთან ერთად უნივერსალური ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დეკლარაციით აზრის გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა. ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 19-ე მუხლში ნათქვამია, რომ ყველას აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს. ამ უფლების გათვალისწინებით, ქვეყნის საზღვრების მიუხედავად, ხელი არ უნდა ეშლებოდეს ინფორმაციის ნებისმიერი გზით მოძიების, მიღებისა და გავრცელებას. მოგიწოდებთ, რომ გაზეთი ″ზამანი″ დაყოვნებლივ ყოფილ მფლობელებს დაუბრუნდეს და გაზეთის მმართველობამ ჟურნალისტების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრას პატივი სცეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ თქვენმა მთავრობამ აზრის გამოხატვის თავისუფლების მხრივ ყველა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს-,″ ნათქვამია WAN-IFRA-ის მიერ თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაგზავნილ წერილში.
ცნობისთვის, WAN-IFRA-ს ორგანიზაცია 120 ქვეყნის 18 ათას გაზეთსა და ტელევიზიას, 15 ათას საინფორმაციო საიტსა და 3 ათას მედიაკომპანიას აერთიანებს.
http://www.samanyoluhaber.com/dunyadan-onemli-cagri-haberi/1243545/