New York Times-ის რედაქცია თურქეთის ხელისუფლების მხრიდან გაზეთ „ზამანის“ რედაქციის დარბევის ფაქტს ეხმაურება. ამერიკული გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებამ გაზეთი „Zaman“(ზამან)-ის რედაქცია გასულ კვირას დაარბია, პარალელურად კი, 48 საათის განმავლობაში პროერდოღანული პროპაგანდული გაზეთი გამოიცა.
New York Times-ის ინფორმაციით, გაზეთი „Zaman“-ი, თურქეთის ეს ერთ-ერთი ყოველდღიური უმსხვილესი გამოცემა, ოპოზიციური მედია საშუალებებიდან ერთ-ერთია, რომლის გულშემატკივრებიც პარასკევს შემდეგი ლოზუნგით გამოვიდნენ: „თავისუფალი პრესა ვერ გაჩუმდება“. თუმცა ისინი პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა, ისევე როგორც ეს სხვა რედაქციებისა და ოფისების დარბევის დროს გააკეთა. პოლიცია მოქმედებდა ქ. სტამბოლის სასამართლოს დადგენილებით, რომელიც ახსნა-განმარტების გარეშე, ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებულმა მეთვალყურეობის საბჭომ დაამტკიცა.
„სანამ ეს გადატრიალება დასრულდებოდა, ჟურნალისტებმა მოასწრეს შაბათი დღის გაზეთის გამოშვება, სათაურით „კონსტიტუცია შეჩერებულია“. ამის შემდეგ გაზეთის რედაქტორი დაითხოვეს სამსახურიდან და დაიწყეს გაზეთის მთელი ონლაინ არქივის განადგურება.
New York Times-ი აცხადებს, რომ გაზეთ „Zaman“-ზე თავდასხმა არ არის გასაკვირი, რადგან გაზეთი ასოცირდება ფეთჰულაჰ გიულენთან, მუსულმანთა სასულიერო პირთან, რომელიც პენსილვანიაში დევნილობაში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ბ-ნი გიულენი ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმცა დაახლოებით 2 წლის წინ მათ შორის განხეთქილების შედეგად მედია ჯგუფი პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკიდან გადაერთო ანტისამთავრობო სარედქციო პოლიტიკაზე.
ეს დარბევა ერდოღანის უკანასკნელი ავტორიტარული ნაბიჯთაგანია, რომელთა შორის იყო კრიტიკოსების დაპატიმრება, ქურთ სეპარატისტებთან ომის გამწვავება. ახლა კი ერდოღანი აკონტროლებს მედია საშუალებებს და თურქეთი ერთ-ერთ იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაკავებული. უფრო მეტიც, ერდოღანის მთავრობის პროკურორებმა ბოლო 18 თვის განმავლობაში ერდოღანის შეურაცხყოფისთვის თურქი მოქალაქეების წინააღმდეგ 2000 საქმე აღძრეს.
„თურქეთი ადგას იმ გზას, რომ თითქოს ის უნდა ყოფილიყო მუსულმანური დემოკრატიის მოდელი, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოღანს ოდესმე სჯეროდა დემოკრატიული პრინციპების. ის ფაქტი, რომ მას მიჰყავს ქვეყანა უფრო სხვა რაკურსით, ბადებს სერიოზულ კითხვებს იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არ თურქეთი NATO-ს სანდო წევრ ქვეყნად ყოფნას, მოგეხსენებათ, რომ ალიანსი ეფუძნება საერთო ღირებულებებს. შემაშფოთებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არ გამოეხმაურა და მორჩილად გამოხატეს რეაქცია თავისუფალი პრესის გათელვის მიმართ. ობამას ადმინისტრაცია ამბობს, რომ „Zaman“-ის წინააღმდეგ ქმედებები შემაშფოთებელია, ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ „თურქეთმა პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოს დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის მედია თავისუფლებას",-აცხადებს გამოცემა და ეჭობს, რომ დასავლეთის დუმილი შესაძლოა, იმ ფაქტითაც აიხსნას, რომ დასავლეთი იმედოვნებდა, რომ თურქეთი ლტოლვილთა კრიზისის საქმეში გამოადგებოდა.
თუმცა ორშაბათს ბ-ნმა ერდოღანმა დასავლეთს შესთავაზა ძალზედ რთული პოზიცია, სადაც წარუდგინა თანამშრომლობის ახალი მოთხოვნები, მათ შორის, მილიარდზე მეტის ოდენობით დახმარების გამოყოფა და ევროკავშირში თურქეთის ადრეული გაწევრიანება, რაც მოკავშირის მიდგომა სულაც არ არის. მეტიც, ერდოღანის ავტორიტარიზმისაკენ სვლა არ გააძლიერებს თურქეთს NATO-სა და ევროკავშირში.