ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გლდნის რაიონის გამგეობამ 65 სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის 14-18 წლამდე ასაკის გოგონები გასართობ ცენტრ ,,მაქსილენდში“ ბოულინგის სათამაშოდ მიიწვია. გოგონები სხვადასხვა აპარატებზე თამაშითაც გაერთნენ. ამას გარდა, ცენტრში სტუმრებს ლანჩითაც გაუმასპინძლდნენ.
ასევე, გაიმართა კონცერტი გლდანის პარკში.
კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ გლდანის რაიონში მდებარე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მაყურებელის წინაშე თვითშემოქმედებით წარსდგნენ.
აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდა გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, რომელმაც სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს 8 მარტი მიულოცა.
ღონისძიებები გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.