კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს გუშინ ღამიდან ატარებს. სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს: სავალდებულო საპროფილაქტიკო სამუშაოები ხორციელდება ღრმაღელე-ვაზისუბნის 1400 მმ-იანი გვირაბული წყალდენის სხვადასხვა მონაკვეთზე, ასევე, აღდგენითი სამუშაოები ტარდება ისნის რაიონში, 900 მმ-იან და 1400 მმ-იან წყლის მაგისტრალებზე. პარალელურად, „ვაზისუბან 3“-ის რეზერვუარიდან გამომავალ 400 მმ-იან ქსელზე მონტაჟდება ორი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, ხოლო უშაკოვის ხევში გამავალ 1400 მმ-იან მაგისტრალზე ეწყობა დამატებითი დამცლელი ურდული, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები უტარდება ურიდიას ქუჩაზე მდებარე წყალმიმღებ კამერასაც.
იმის გათვალისწინებით, რომ ღრმაღელე-ვაზისუბნის გვირაბული წყალდენი გადის ნაძალადევის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში, კომპლექსური სამუშაოების ჩატარებამ მოითხოვა როგორც გვირაბის, ასევე მასში შემავალი და მომიჯნავე ქსელების წყლისგან დაცლა.
კომპანია სამუშაოების განხორციელებას ხვალ, 11 მარტის, 08:00 საათზე დაასრულებს. შესაბამისად, ნაძალადევის, ისნისა და ჩუღურეთის რაიონების იმ ქუჩებს, რომლებსაც ამჟამად წყალი არ მიეწოდება, წყალმომარაგება ხვალ, 11 მარტის დილის 8 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.