კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დღეს ღამიდან, კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ადგილას წარიმართება, კერძოდ, სავალდებულო საპროფილაქტიკო სამუშაოები განხორციელდება ღრმაღელე-ვაზისუბნის 1400 მმ-იანი გვირაბული წყალდენის სხვადასხვა მონაკვეთზე, ასევე, აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება ისნის რაიონში, 900 მმ-იან და 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყლის მილებზე. პარალელურად, „ვაზისუბან 3“-ის რეზერვუარიდან გამომავალ 400 მმ-იან ქსელზე დამონტაჟდება ორი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, უშაკოვის ხევში გამავალ 1400 მმ-იან მაგისტრალზე მოეწყობა დამატებითი დამცლელი ურდული, ხოლო კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ურიდიას ქუჩაზე მდებარე წყალმიმღებ კამერას.
კომპანია სამუშაოების განხორციელებას მიმდინარე წლის 10 მარტს, 00:30 საათზე დაიწყებს. იმის გათვალისწინებით, რომ ღრმაღელე-ვაზისუბნის გვირაბული წყალდენი გადის ნაძალადევის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში, კომპლექსური სამუშაოების ჩატარებამოითხოვს როგორც გვირაბის, ასევე მასში შემავალი და მომიჯნავე ქსელების წყლისგან დაცლას.
კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10 მარტის 00:30 საათიდან, 11 მარტის 08:00 საათამდეწყალმომარაგება შეუწყდება ნაძალადევისა და ისნის რაიონების ქუჩების უმეტეს ნაწილს, ასევე ჩუღურეთის რაიონისზოგიერთ ქუჩას.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11,ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.