,,ზოგადსაგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეთათვის“

,,ზოგადსაგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეთათვის“

 

გლდანის რაიონის გამგეობის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი ,,ზოგადსაგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეთათვის“ დასრულდა. პროექტში  გლდანში მდებარე საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ტრენინგებს უძღვებოდნენ ,,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ (ELSA) ტრენერები. 38-მა მოსწავლემ სამი  დღე თელავში, სასტუმრო ,,ალაზნის ველში“ გაატარა  და  ტრენინგები შემდეგ თემებზე გაიარა: 1.  ეფექტური კომუნიკაცია; 2. საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; ასევე იყო პრაქტიკული მაგალითები და ჩატარდა გუნდური სამუშაოები.

მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო გლდანის რაიონის გამგებელის, ბესიკ ქარცივაძის, საუბარი. მათი შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, გამოიკვეთა მოსწავლეების სურვილები,  იდეები; გაადაიღეს და წარმოადგინეს განსახორციელებელი პროექტების მოკლე ვიდეოპრეზენტაციები. ტრენინგის დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეებმა გლდანის რაიონის გამგებელთან მომავალი შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და თარიღიც ჩანიშნეს. ბ-ნი ბესიკ ქარცივაძე ახალგაზრდებს იდეების ხორცშესხმაში დახმარებას დაპირდა.

გარდა ტრენინგებისა, ახალგაზრდები სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებშიც იყვნენ ჩართული. სასტუმროში ყველა პირობა იყო შექმნილი გუნდური მუშაობისათვის.

პროექტის დასასრულს ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადასცეს ბ-მა ბესიკ ქარცივაძემ და გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა -  მარიამ კეშელავამ, ეკატერინე ნიკილეიშვილმა და ნინო სვანიძემ.

პროექტი გლდანის რაიონის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების მიერ განხორციელდა.