8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლს ეწვია და მსჯავრდებულ ქალბატონებს ქალთა დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა. ასევე საჩუქრად სეზონური ტანსაცმელი მიიღეს იქ მყოფმა 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა, რომლებიც დაწესებულებაში დედებთან ერთად იმყოფებიან.
ზვიად მიხანაშვილის თქმით, დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებსა და დედებზე ზრუნვას სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭეებს.
,,დედათა და ბავშვთა სახლს სტუმრად საპატრიარქოს წარმომადგენლები ეწვივნენ და მათ პატარებს საჩუქრები გადასცეს, ხოლო მსჯავრდებულ დედებს დამდეგი 8 მარტი მიულოცეს. ეს ბავშვები უახლოეს მომავალში საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან და მათთვის სითბო და სიყვარული მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
ღონისძიება საპატრიარქოს ინიციატივითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.