„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ განაგრძობს „ფანასკერტელის ინდექსზე“ მუშაობას, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების მონიტორინგს ისახავს მიზნად. ამჯერად ორგანიზაციამ თებერვლის თვის მონაცემები შეაჯამა, რომელიც იანვრის თვეში დაფიქსირებულ ინდექსის მონაცემებს შედარდა.
200 დასახელების მედიკამენტზე დაკვირვების მიხედვით „ფანასკერტელის ინდექსი“ 4.5%–ით არის შემცირებული და თებერვალში შეადგენს 12,7 პუნქტს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე, ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასების კლების ტენდენცია ნარჩუნდება.
ფასები შემცირებულია მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა:
ანტიბიოტიკები, სადაც ფასების შემცირება ფიქსირდება შემდეგ მედიკამენტებზე:
აზიმაკი – 15,1 იანვარი; 12,08 – თებერვალი;
სუმამედი – 13,72 იანვარი; 10,98 – თებერვალი;
ზირომინი – 31,35 იანვარი; 23,01 თებერვალი;
ალმაგელი – 5,2 იანვარი; 4,16 – თებერვალი;
ანტიდიაბეტური საშუალება:
დიაბეტონი MR – 18,4 იანვარი; 17,07 თებერვალი;
საფაღარათო საშუალების ჯგუფში:
დუფალაკი – 21,37 იანვარი; 20,08 – თებეერვალი;
დუფალაკი (ჯენერიული) - 7,3 იანვარი; 5,84 – თებერვალი:
მედულაკი WM – 26.27 იანვარი; 15,45 – თებერვალი;
ფასები გაზრდილია მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე როგორებიცაა:
სასუნთქი სისტემის დაავადების სამკურნალო საშუალებები
ბრონქო–მულან P – 12,9 იანვარი; 13,2 – თებერვალი;
კარდიალური საშუალებები:
ვალოკორდინი – 5,93 იანვარი; 6,93 – თებერვალი;
ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები:
ზიმაქსი – 33,6 იანვარი; 34,32 – თებერვალი;
ჩამოთვლილი მცირე ნაწილია იმ მედიკამენტების ჯგუფებიდან, რაზეც ორგანიზაცია მუდმივად მუშაობს. ჯამში, ბოლო მონაცემებით ორგანიზაციის ხელთ არსებული ბაზიდან, 32 დასახელების მედიკამენტზე ფასები შემცირდა, ხოლო 23 მედიკამენტზე გაიზარდა, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის“ კლება გამოიწვია.
„ფანასკერტელის ინდექსი“ გაიანგარიშება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასების მონიტორინგით, სადაც შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების მედიკამენტები. აგრეთვე, როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი - „ჯენერიკები“.
როგორც კვლევა ცხადყოფს, ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე მცირდება, რაც „ფანასკერტელის ინდექსის“ დაღმავალ ტენდენციას განაპირობებს. კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშის გამოჩენას და მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების, პრაქტიკულად, მინიმუმ 30%–ით იაფად შეთავაზებას.
აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ნორმალური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი შესაბამისი კონკურენციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს.
ინდექსის წარმოება დაიწყო 2015 წლის ნოემბრიდან. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5; დეკემბერში 14; 2016 წლის იანვარში 13,35, ხოლო თებერვალში 12,7 პუნქტი.
აფბა „ფანასკერტელის ინდექსს“ ყოველთვიურ რეჟიმში განაახლებს.