“მნიშვნელოვანია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაფინანსების საკითხი“

“მნიშვნელოვანია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაფინანსების საკითხი“

სოციალური ინიციატივა რა გაწუხებთ? იანვრის ბოლოდან  ჯანდაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო ჯგუფ გლობალური ალიანსის მონაწილეობით  ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრებში გამოკითხვა დასრულდა და 16 ათასზე მეტი  ადამიანი გამოიკითხა. ამჟამად გრძელდება ინტერნეტ გამოკითხვა ვებ-გვერდზე  www.1505.ge. გამოკითხვისამ აჩვენა, რომ პირველადი ჯანდაცვა  ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა გახდეს სამინისტროს საქმიანობაში.

 „გლობალური ალიანსი“ და ჯანდაცვის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ჯანდაცვის სისტემის რეფორმებზე, სადაც პირველადი ჯანდაცვა რეფორმის ქვაკუთხედად მოიაზრება. მან უნდა უზრუნველყოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების  მეტი ხელმისაწვდომობა.

ოჯახის ექიმი, პედიატრი ხათუნა მორჩილაძე საუბრობს პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობის, დაავადებათა პროფილაქტიკისა და ხარჯთეფექტურობის შემცირების შესახებ:

„ძალიან მნიშვნელოვანია, პირველადი ჯანდაცვის რგოლი იყოს მეტად დაფინანსებული. პაციენტიც უფრო მეტადაა დაცული და ექიმის შრომაც შედეგიანია. ამ რგოლის წინ წამოწევა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იკლებს ავადობა, შემდგომი გართულება და ლეტალობა.  თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან ეს ყველაფერი კონტროლირებადი იქნება და სწორად მართული, მოხდება დაავადებების აღმოჩენა, სკრინინგი. პირველსავე ეტაპზე თუ მოხდება მათი მკურნალობა, შემცირდება გართულებული შემთხვევები. ეს ცხადია, გაცილებით იაფი იქნება პაციენტისთვის“.