თურქეთში ოპოზიციურად განწყობილ ბიზნესმენებს აპატიმრებენ

თურქეთში ოპოზიციურად განწყობილ ბიზნესმენებს აპატიმრებენ

პრეზიტენს ერდოღანის ხელისუფლება, ოპოზიციურად განწყობილ ბიზნესმენებს აპატიმრებს.  გუშინ ქვეყანაში არსებული უმსხვილესი კომპანია ″Boydak″ - დან,  ჰოლდინგის მეპატრონეები საქველმოქმედო ორგანიზაციებზე შემოწირულობის გამო დააპატიმრეს.

ქვეყნის ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელ ჰოლდინგში,  არსებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰაჯი ბოიდაქი და ჯგუფის გენერალური დირექტორი მემდუჰ ბოიდაქი დააკავეს, საბჭოს ორი წევრი კი გაათავისუფლეს.

სასამართლომ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე დახმარება ″ტერორიზმის მხარდაჭერად″ შეაფასა და ბიზნესმენებს პატიმრობა შეუფარდა. ჰაჯი ბოიდაქი და მემდუჰ ბოიდაქი ციხეში გადაყვანისას სასამართლოს გარეთ მყოფმა მათმა ნათესავბმა და კომპანიის თანამშრომლებმა ტაშით გააცილეს.

″Boydak″ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და დაკავებული ჰაჯი და მემდუჰ ბოიდაქების ძმამ მუსტაფა ბოიდაქმა, მედიისთვის მოკლე განცხადება გააკეთა. მუსტაფა ბოიდაქმა სასამართლოს გარეთ მყოფ ნათესავებსა და კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

″ორი დღეა ჩვენი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 4 წევრი დაკავებული ჰყავდათ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სამართლებრივ პროცედურებს ვაკვირდებოდით.  ჩვენი სურვილი იყო, რომ სასამართლო წინასწარი პატიმრობის გარეშე გაგრძელებულიყო. თურქეთის მართლმსაჯულების გვჯერა, ვფიქრობთ წარსულში გაკეთებული საქველმოქმედო საქმიანობის გამო დააპატიმრეს. კანონის ფარგლებში რისი გაკეთებაც შეგვეძლება, ყველა გზას მივმართავთ.″-განაცხადა მან.

თურქეთის მასმედია კი ჰოლდინგის ხელმძღვანელების დაპატიმრებას მათი ოპოზიციონერობით ხსნიან.

Boydak ჰოლდინგი ქვეყანაში 14 000 ადამიანს ასაქმებს.