მედეა აბრამია: ბაზარზე ყველანაირი წამალი უნდა იყოს, იქნება ეს ინდური გენერიკი, თუ ბრენდი

მედეა აბრამია: ბაზარზე ყველანაირი წამალი უნდა იყოს, იქნება ეს ინდური გენერიკი, თუ ბრენდი

“ჰუმანითი ჯორჯია“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი წლიდან გამოჩნდა. კომპანიის მიერ იმპორტირებული პრეპარატების ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლითაა დადასტურებული. როგორც ცნობილია, მედიკამენტების შეძენა სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი. 

 საქართველოში „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ თავმჯდომარე მედეა აბრამია გამოეხმაურა. მისი აზრით, ახალი მოთამაშის გამოჩენა ბაზარზე კონკურენციას აამაღლებს და წამლის შეძენის დროს მოსახლეობასაც არჩევანის საშუალება იმის მიხედვით ექნება, რა ფინანსური შესაძლებლობა გააჩნია:

„ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოში აშენდება ახალი ქარხანა, ბავშვებისთვის გერმანიიდან ჩამომაქვს წამლები და ძალიან ვწვალობთ ამის გამო. ახლა თუ ვინმე ამ პრობლემას მოგვიგვარებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. 

თუ წამალი იაფი იქნება, ამას რა სჯობს, სხვა კომპანიებიც იძულებული იქნებიან, გააიაფონ მედიკამენტები, რადგან სხვანაირად, ალბათ, ვეღარ იმუშავებენ. ბაზარზე ყველანაირი ტიპის წამალი უნდა იყოს, იქნება ეს ინდური გენერიკი თუ სხვა. მომხმარებელი თავად აირჩევს, რა იყიდოს თავისი შესაძლებლობების მიხედვით,“-ამბობს მედეა აბრამია.