თურქეთში მთავრობამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთი ზამანი (Zaman) მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა. ზამანის გენერალური დირექტორი აბდულჰამით ბილიჯის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: კონსტიტუციის დაცვის ქვეშ მყოფი მედია საშუალების მმართველობის უკანონოდ ხელში ჩაგდება, კონსტიტუციის უარყოფის ტოლფასია.
″მედიის თავისუფლება კონსტიტუციითა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით (ECHR) გარანტირებულად დაცულ მდგომარეობაშია″-განაცხადა მან.
″ქვეყანაში მთავრობამ, მის მიერ ოპოზიციურად მიჩნეული მედიის გაჩუმების მოტივით 4 თვის წინ მსგავსი ქმედებებით ″კოზა-იფექ″ მედია ჯგუფის მმართველობაც ჩაიბარა, გასულ დღეებში კი ჰოლდინგის მმართველობაში მყოფი ყველა მედია საშუალება დაიხურა. გონიერ და დემოკრატიული ფასეულობების დამცავებს მედიის თავისუფლების და გაზეთ ზამანის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ.″-განაცხადა აბდულჰამით ბილიჯიმ.
თურქეთში ბოლო წლებში თავისუფალ მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და მედია საშუალებების დახურვა ისევ გრძელდება. გაზეთ ჯუმჰურიეთის მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და გაზეთის ანკარის ოფისის ხელმძღვანელი ერდემ გიული თავიანთ გაზეთში გამქვეყნებული ინფორმაციის გამო ორი თვის წინ იყვნენ დაპატიმრებულები. ქვეყნის კონსტიტუციურმა სასამართლომ 3 დღის წინ ჟურნალისტების დაპატიმრება უკანუნოდ ჩათვალა და ციხიდან გამოუშვა. პრეზიდენტ ერდოღანმა სასამართლოს გადაწყვეთილება სერიოზულად გააკრიტიკა და თქვა, რომ უმაღლეის სასამართლოს გადაწყვეთილებას არ სცნობს. ამ სიტყვებმა ქვეყანაში დიდი აღელვებას გამოიწვია.
თავისუფალი მედიის გაჩუმების მიზნით ″კოზა-იფექ″ მედია ჯგუფში შემავალი 2 ტელევიზია და 2 გაზეთი, ″სამანიოლუ″ (Samanyolu Group) ჯგუფში შემავალი 11 სატელევიზიო არხი, IMC-ს ტელევიზია და BengiTÜRK-ის ტელევიზია მთავრობის მიერ დაიხურა.
დღეს დღეობით თურქეთში 30 მეტი ჟურნალსიტი ისევ ციხეში იმყოფება.