გლდანის რაიონის გამგეობა, ტერიტორიაზე არსებული კერძო და საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო ტრენინგებს ჩაატარებს. ტრენინგებს გაუძღვებიან ,,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ (ELSA) ტრენერები. 38 მოსწავლე სამ დღეს თელავში გაატარებს და ტრენინგებს შემდეგ თემებზე გაივლის: 1. ეფექტური კომუნიკაცია; 2. საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; ასევე იქნება პრაქტიკული მაგალითები და ჩატარდება გუნდური სამუშაოები. პროექტის ბენეფიციარები, სასტუმრო ,,ალაზნის ველში“ განთავსდებიან.
პროექტს ,,ზოგადსაგანმანათლებლო ტრენინგები“ გლდანის რაიონის გამგეობა აფინანსებს და მისი მიზანია, წარჩინებული მოსწავლეების წახალისება, მათი ცნობიერების ამაღლება და ზოგადად მართვის შესწავლა. თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება.
სამი დღის განმავლობაში პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ზოგადსაგანმანათლებლო საკითხების სპეციალისტები სემინარ-ტრენინგებს ჩაუტარებენ. გაიმართება კონკურსები, ეფექტური კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლების განვითარების საკითხებზე.