გლდანის რაიონის გამგეობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გლდანის პარკი საზეიმოდ გაიხსნა და დედის დღისადმი მიძღვნილი შოუ-კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, გამგებლის მოადგილეები: ნანა ციმაკურიძე, გიორგი თულაშვილი, ზურაბ ქაშიაშვილი და გლდანის პარკის დირექტორი-თენგიზ ჩუბინიძე ესწრებოდნენ.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გლდანის, საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა, საჯარო და კერძო სკოლების, ქორეოგრაფიული და ვოკალური ბავშვთა სკოლა-სტუდიების მოსწავლეებმა. გლდანის ახალგაზრდობის სახლის დრამერებმა წარმოადგინეს დრამ-შოუ. სანახაობის მიმდინარეობის დროს ცენტრალური საავტომობილო გზა რამდენიმე წუთით გადაიკეტა.
ასევე ბატონი ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, ახმეტელის სახელობის თეატრში, სპექტაკლზე- ,,ბედისწერის თეატრი“, მოწვეულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი დედები. გამგებელმა ქალბატონებს დედის დღე მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. დედებს ყვავილებით და მისალოცი ბარათებით დახვდნენ გამგეობის თანამშრომლები.