კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, ღამის საათებში, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. მაგისტრალის ავარიულად დაზიანებული მონაკვეთი, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს აღდგენას, საგურამოში გადის. ამჟამად, კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს, ხოლო უშუალოდ მაგისტრალის აღდგენას, დღეს, საღამოს 10 საათიდან დაიწყებს.
მაგისტრალურ მილზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან, ხვალ, 3 მარტის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, მცხეთის ნაწილსა და სოფელ წიწამურს
ვაკის, საბურთალოს, გლდანისა და მთაწმინდის ქუჩებისა და დასახლებების ნაწილს.
ჩამოთვლილ რაიონებში წყალმომარაგების აღდგენა ხვალ, დილის 10 სათიდან ეტაპობრივად მოხდება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.