„ჩვენ მივიღებთ კლინიკების საუკეთესო გაერთიანებას, რომელიც რეგიონში ჯანდაცვის წამყვანი კომპლექსი იქნება...“
ალფამედიკი თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში ნახევარ მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე. სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა სრულყოფილი და მიმზიდველი შემოთავაზება ალფამედიკის კონსორციუმმა (AlphaMedic Consortium) წარადგინა.
ჯანდაცვის სამინისტროში დადებითად აფასებენ ალფამედიკის მეირ წარმოდგენილ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტს და აღნიშნავენ, რომ ასეთი ხარისხის კონსორციუმით საქართველო არ არის განებივრებული. „ინვესტორების ხარისხი საკმაოდ მაღალია, კონსორციუმს წარმოადგენენ მსოფლიოში ცნობილი კამპანიები მრავალი ათწლეულის უზარმაზარი გამოცდილებითა და ფინანსური მდგრადობით,ისინი შეძლებენ დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკების შერწყმა-შეთვისებას აღნიშნულ პროექტში. ჩვენ მივიღებთ კლინიკების საუკეთესო გაერთიანებას, რომელიც რეგიონში ჯანდაცვის წამყვანი კომპლექსი იქნება“,- ითქვა კონფერენციაზე და აღინიშნა, რომ ეს იქნება 21-საუკუნის პროექტი-განსხვავებული ყველა აქამდე განხორციელებული პროექტისგან.
ალფამედიკის სატენდერო განვითარების დირექტორის ლეო მაკკენას შეფასებით, კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში სამი კლინიკის თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური ცენტრის სრული რეაბილიტაცის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 0.5 მილიარდი ლარი იქნება:
“ეს გახლავთ გაუმჯობესებული ჯანდაცვა პაციენტებისათვის თბილისში და თბილისის ტერიტორიაზე, ასევე თანამედროვე ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულების განვითარება, ასევე ადგილობრივი კონპანიებისთვის კომერციული შესაძლებლობების გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ეს ინვესტიცია იქნება როგორც კატალიზატორი ამ რეგენერაციისათვის, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ასევე ბევრი სარგებელია თუნდაც არა ჯანდაცვის სფეროდან გამომდინარე”.
რაც შეეხება ფულადი ინვესტიციებსა და პროექტის ხარჯთეფექტურობას, ალფამედიკის დირექტორი განმარტავს: „ჰოსპიტალების პროექტზე ნაწილი იქნება მიწოდებული წილობრივი მონაწილეობით. ორი მოწილე პარტნიორი გახლავთ “ალფამედიკი” და “საპარტნიორო ფონდი”. სწორედ ეს წილობრივი მონაწილეობა იქნება მთლიანი დაფინანსების 40 პროცენტი. 60 პროცენტი კი მსესხებლებისგან გადაიფარება. ფაქტობრივად, ეს იქნება დაფინანსება ვალის აღებით. ჩვენ დავიწყეთ ბაზრის შემოწმება, რამდენად არის სურვილი ადგილობრივად ამ პროექტის განხორციელებისთვის. პოზიტიური უკუგება მივიღეთ ამ პროექტის კუთხით, ხალხი მომხრეა. როგორც ვნახეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ დაფინანსება განხორციელდება. თვითონ ჰოსპიტალის კუთხით ეს პროექტი გათვლილია 250 მილიონ ლარზე. მთლიანი პროგრამა ppp-ის, რომელიც 247 სხვადასხვა პირველადი დახმარების ცენტრს ითვალისწინებს, ამ ყველაფერს ფინანსები მიჰყავს დაახლოეით ნახევარ მილიარდ დოლარ დაფინანსებამდე. PPP არის ფინანსურად ძალიან თავის ამომღები. გასული საუკუნის 80-იან წლებში გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ შემოღო PPP, რომელიც იყო შესყიდვების გაუმჯობესებისაკენ. ტრადიციული პროექტები შესყიდვების კუთხით ხშირად ვერ ჯდება დროში და ფინანსების მეტი სჭირდება ხოლმე. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ამ ტიპის პროექტები დროზე მიაწოდებს პროდუქტს და სწორად გათვლილი თანხის ფარგლებში ტრადიციულ შესყიდვებთან შედარებით. PPP ყოველთვის ამოიღებს ხოლმე თავის ღირებულებად, რამდენადაც ახორციელებს ტენდერებს და ამ ტენდერების საშუალოებით ყველაზე ოპტიმალურ მიმწოდებლებს პოულობს. სწორედ ეს არის დაძაბულობა ტენდერების პროცესში, როდესაც გამარჯვებული კომპანია რეალურად მიდის იმ მიმართულებით, რომ ყველაზე უფრო რენტაბელურად განახორციელოს პროექტი”, – აღნიშნა ლეო მაკკენიმ.
და მაინც, რას გულისხმობ სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის (PPP) მოდელი და რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს.
ექსპერტთა გათვლებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა გამოიყენება ისეთი ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად როგორებიცაა: საავადმყოფოები, სკოლები და ავტომაგისტრალები. ეს მოდელი ემყარება პრინციპს, რომ რისკის მართვა უნდა იკისროს იმ მხარემ, რომელსაც ეს უკეთესად შეუძლია. მაგალითად, სახელმწიფო სექტორს უკეთესად შეუძლია ისეთი რისკის მართვა როგორიცაა მოთხოვნა, მაგალითად, რამდენი საწოლი იქნება საჭირო საავადმყოფოში, მაშინ როცა კერძო სექტორს უკეთესად ძალუძს სამშენებლო რისკის მართვა. რატომ გამოიყენება PPP (საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა)? მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობა (PPP) პირველად გამოიყენეს გაერთიანებულ სამეფოში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და შემდეგ ეს მოდელი მსოფლიოს მასშტაბით დაინერგა შესყიდვების ტრადიციულ პროცესთან დაკავშირებული ბევრი ისეთი პრობლემის მოსაგვარებლად, როგორებიცაა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფო სახსრების ნაკლებობა, ვადების დაგვიანება ან თუნდაც არაპროპორციული ხარჯვა. რაც შეეხება მოდელის მუშობის წარმატებას, მას გაკრვეული პროცედურები განაპირობებს. სახელმწიფო შესყიდვების კონკურენტული მექანიზმის საშუალებით სახელმწიფო ირჩევს პარტნიორს კერძო სექტორიდან, რომელიც დააპროექტებს, ააშენებს, დააფინანსებს და აამუშავებს (DBFO) ობიექტებს, გრძელვადიანი, 25-30 წლიანი მოქმედების ვადის მქოდე კონტრაქტის საფუძველზე. ამგვარად, მთავრობა გადასცემს პროექტთან დაკავშირებულ ყველა რისკს კერძო სექტორს, რომელიც უკეთესად შეძლებს პროექტის და კომერციული რისკების მართვას.
რა არის PPP -ის სარგებელი? უპირველესად ეს არის, ხარისხის ფასთან თანაფარდობა – კონკურენტული სატენდერო პროცესების მეშვეობით PPP მოდელის ხარჯთეფექტურობა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზეა გათვალისწინებული. შემდეგ კი ხელმისაწვდომობა – PPP-ის გამოყენებით დაფინანსების მოზიდვისას, მთავრობას შეუძლია წარმატებით განახორციელოს აუცილებელი ინვესტიციები მასშტაბურ ინფრასტრუქტურაში (რომელიც საჭიროა საზოგადოებისა და მოქალაქეებისთვის) და პროექტის ღირებულება დაფაროს გრძელვადიან პერიოდში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ სარგებლის მიღებას ჩვეულებრივზე უფრო მალე. ასევე პროექტის ვადებში შესრულება – სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ PPP მოდელი ძალზე წარმატებულია პროექტების ვადებში შესრულების მხრივ, რადგან პროექტთან დაკავშირებული რისკები სახელმწიფოსგან კერძო სექტორს გადაეცემა. პროექტის ჩაბარება ბიუჯეტის ფარგლებში – ასევე სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ PPP მოდელი წარმატებულია პროექტის შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში ჩასაბარებლად; ერთი კონტრაქტი მთავრობას და კერძო სექტორს შორის - ეს გაცილებით ადვილია სამართავად და ბიუროკრატია მინიმუმამდეა დაყვანილი; ტექნიკური მომსახურება - კონკრეტული საავადმყოფოს მდგომარეობა, მისი ტექნიკური მახასიათებლები ნარჩუნდება ექსპლუატაციის პერიოდში, რადგან ტექნიკური მომსახურების ბიუჯეტი დეტალურადაა გაწერილი PPP კონტრაქტით. რას მივიღებთ?: თანამედროვე, ინოვაციურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, უზრუნველყოფს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობის გაუმჯობესებულ შედეგებს თბილისელი პაციენტებისთვის. ინვესტიცია ჯანდაცვის ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში სარგებელს მოუტანს ეკონომიკას და შექმნის შესაძლებლობებს ადგილობრივი კომპანიებისთვის და მოსახლეობის დასაქმებისთვის.