ზუგდიდში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ორი 12-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 144 ოჯახი მიიღებს.
ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადების (აპლიკაციები) მიღება 2016 წლის პირველი მარტიდან დაიწყო და 2016 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდება.
განაცხადები მიიღება ქალაქ ზუგდიდში, რუსთაველის ქ.87-ში.
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორი კორპუსის მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება.