„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ იპოთეკური სესხი 23 დევნილ ოჯახს დაუფარა. პროექტის პირველ ეტაპზე კი სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფინანსდა.
სამინისტრომ გაითვალისწინა იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების მოთხოვნა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
„მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყება პროექტის მესამე ეტაპი და განაცხადების მიღება 31 მარტამდე გაგრძელდება“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
2016 წლის ბიუჯეტში სამინისტროს ამ მიმართულებით 1 000 000 ლარი აქვს გამოყოფილი.
პროექტის მესამე ეტაპზე, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2016 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი.
განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე:
თბილისი - ვაჟა-ფშაველას ქ. N16
ზუგდიდი - რუსთაველის ქ. N87
ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27
გორი - შმაგის ქ. N1