გლდანის გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების ინიციატივით და მხარდაჭერით, გლდანის მოსწავლეთა პროფესიული მომზადების კოლეჯში, ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ნონა გარფრინდაშვილის, სახელობის ტურნირი გაიმართა. ტურნირში ჩაერთნენ და ერთმანეთს ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად შეეჯიბრნენ გლდანის რაიონში მდებარე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 8-დან 12 წლამდე და 12-დან 16 წლამდე -გოგონები და ვაჟები პირველობისთვის იბრძოდნენ.
გამარჯვებულებს მედლები, თასი და სპორტული მაღაზიის ფასიანი ვაუჩერები გადასცეს ქ-მა ნონა გაფრინდაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებმა და გლდანის რაიონის გამგებელმა.
ქ-მა ნონა გაფრინდაშვილმა ხუთ მაგიდაზე ერთდროულად ბლიც შეხვედრა გამართა.
ტურნირის შემდეგ გაიმართა ექსჩემპიონის საღამო, სადაც ბ-მა ბესიკ ქარცივაძემ ახალგაზრდებს გააცნო ჭადრაკის დედოფლის სპორტული ბიოგრაფია. გამგეობის კულტურის სამსახურმა წარმოადგინა გამოფენა და საარქივო ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის სპორტულ ცხოვრებას ასახავდა. ქ-ნ ნონას მიესალმნენ საკრებულოს დეპუტატები, სპორტსმენები, პროფესორ-მასწავლებლები. სტუმრების წინაშე წარსდგა გლდანის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფოლკლორული ანსამბლი - ლია კოპალიანის ხელმძღვანელობით.
გლდანის გამგებლის, ბესიკ ქარცივაძის, ინიციატივით ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირი მეორე წელია იმართება და ტრადიციულ სახეს მიიღებს.