ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჩემპიონატი

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჩემპიონატი

გლდანის გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების ინიციატივითა და მხარდაჭერით,   28 თებერვალს 16:00 საათზე, გლდანის მოსწავლეთა პროფესიული მომზადების ცენტრში, ნონა გარფრინდაშვილის სახელობის მორიგი ტურნირი გაიმართება, სადაც   ჩართულები არიან და ერთმანეთს ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად ეჯიბრებიან გლდანის რაიონში მდებარე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები. გამარჯვებულს თავად ექსჩემპიონი დააჯილდოებს.

 ჩემპიონატს დაესწრებიან საკრებულოსა და პალამენტის დეპუტატები, სპორტსმენები. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ათ  მაგიდაზე ერთად ბლიც შეხვედრას გამართავს.