29 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ იშვიათი დაავადების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. შეხვედრა გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის, ფიფ დაავადებული პაციენტთა კავშირისა და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას მხარდაჭერით მოეწყობა.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იშვიათი დაავადებების - მათ შორის ფილტვის იდოპათიური ფიბროზის შესახებ, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა და შემდგომ მისი სწორი მართვა, კერძოდ, ფიფ-ით დაავადებული პაციენტებისთვის აინტიფიბროზულ თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პრეკონფერენციაში მონაწილეობენ და სიტყვით გამოვლენ: ოლეგ ქვლივიძე (გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი), ანა ბოქოლიშვილი (გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი) ელენე სამხარაძე (ფიფ დაავადებულ პაციენტთა კავშირი) და თინათინ სამყურაშვილი (პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა).
შეხვედრას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, საქართველოს იშვიათი დაავადებებისა და რესპირატორთა ასოციაციების წარმომადგენლები, ექიმი-პულმონოლოგები, პაციენტები, მედია და სხვა მოწვეული სტუმრები.
ფიფ დაავადებულ პაციენტთა კავშირი 2015 წლის 15 ოქტომბერს დაფუძნდა. დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში , დაიწყო საინფორმაციო კამპანია „ამოისუნთქე იმედით“, რომელსაც მედიასაშუალებები, სახელმწიფო სტრუქტურები, კომპანიები, ორგანიზაციები და ინდივიდუალურად ადამიანები შეუერთდნენ. პაციენტთა ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, მხარდაჭერა ითვალისწინებს მნიშვნელოვან წამოწყებაში მონაწილეობას საპნის ბუშტების გაშვებით, რაც ფიფ-ის სიმბოლოს წარმოადგენს.