2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე, გლდანის რაიონის გამგეობაში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებიდან, სხვადასხვა სოციალური დახმარების მოთხოვნით, კანონის შესაბამისად, 1860 განცხადება დაკმაყოფილდა. აქედან მედიკამენტების მოთხოვნაზე 1411, სხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზე 319 საგარანტიო წერილი გაიცა. ფინანსური დახმარება 127 ადამიანს, ხოლო სამშენებლო მასალებით დახმარება 3 ოჯახს გაეწია.
გლდანის რაიონიოს გამგეობის მიერ, ამ დროისათვის, ბინის ქირით 110 ოჯახი არის უზრუნველყოფილი, მათ შორის არიან უსხლკარო, მრავალშვილიანი და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ადამიანები.
ამას გარდა, გლდანში მდებარე უფასო ცხრა სასადილოთი სოციალურად დაუცველ 5830 ძირითად მოსარგებლეს, ბოლო მონაცემებით, 514 ბენეფიციარი დაემატა.
გლდანის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ, 2016 წლის ბიუჯეტით და ბინათმესაკუთრეთა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ამ დროისათვის 37 ობიექტზე დაასრულა.
55 ობიექტზე კი მუშაობა მიმდინარეობ. ასევე მზადდება კაპიტალური გამაგრების პროექტი, ექსპერტიზის ერთი და მიმდებარე ტერიტორიის გამიჯვნის ერთი სამუშაო.
რაიონის ტერიტორიაზე ოთხი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ოთხი შიდა კვარტალური ეზოსა და ორი ქუჩის ორმოული შეკეთება დასრულდა.
ამასთან, მაისურაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. 5 070 კვ.მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ახალი ტროტუარი.
ამ დროისთვის, რეაბილიტაციის ფარგლებში, თორმეტი შიდა კვარტალური, ორი ორმოული, რვა მწვანე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნისა და ორი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
გლდანის რაიონის გამგებელი, ბესიკ ქარცივაძე, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, რაიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ და ,,ბმა“ პროექტებს ყოველდღიურ რეჟიმში ათვალიერებს.